Saturday, October 18, 2008

საცდელი პროექტი: სიკეთის ქალაქი

1.პროექტის სახელი: "სიკეთის ქალაქი"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ მსოფლიოს რომელიმე ქალაქს,რომელიც მათთვის სიკეთის ქალაქად ასოცირდება.მოიპოვებენ მასალებს ამ ქალაქის შესახებ და ამუშავებენ მოპოვებულ ინფორმაციას
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან შერჩეული ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას,მისი წარმოშობის ისტორიას,არქიტექტურას,მოსახლეობას,მათ ადათ-წესებსა და ტრადიციებს,ქალაქის ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლებს.ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან ქალაქის რომელიმე სკოლის მოსწავლეებს და შეისწავლეიან მათ სასკოლო ცხოვრებას. ერთობლივად ქმნიან ინტერნეტჟურნალს, ეწყობა ფოტო გამოფენა.პროექტის ფარგლებში ეწყობა შიდასასკოლო კონკურსი "სიკეთის ქალაქი",მოსწავლეები ქმნიან შერჩეული ქალაქის სურათს(ნახატს) და აღწერენ ამ ქალაქს.ეწყობა ნახატების გამოფენა პრეზენტაცია და სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით. თუ ქალაქი საქართველოშია ეწყობა ექსკურსია მისი დათვალიერების მიზნით.ეწყობა თემატური წერა:“სად მთავრდება ბოროტება და იწყება სიკეთე“.მონაწილეები ეცნობიან იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს,რომელშიც ეს ქალაქია მოხსენებული და საჭიროების შემთხვევაში თარგმნიან მას.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-15 წლები/6-7-8 კლასები
5.ვადები,ხანგრძლივობა: სამი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები სწავლობენ გუნდური მუშაობის პრინციპებს,საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და დაცვას,იღრმავებენ ცოდნას ისტორიასა და გეოგრაფიაში, ეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას და დებატების ხელოვნებას,ეუფლებიან პრეზენტატორის და ლიდერის უნარებს.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: იქმნება ბლოგი,ინტერნეტ ჟურნალი,ფოტო გამოფენა,ნახატები,
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ეცნობიან თანატოლების გამოცდილებას,ასევე იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა საგნებში
9.სამუშაო ენა: ქართული,რუსული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული,უცხო ენები: მოსწავლეები შეისწავლიან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელშიც შერჩეული ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი თარგმნიან ნაწყვეტებს ამ ნაწარმოებიდან.
ისტორია-გეოგრაფია: მოსწავლეები შეისწავლიან ქალაქის,ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიას
მუსიკა,ხელოვნება,ფსიქოლოგია:მოსწავლეები ისმენენ განსხვავებული ემოციის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებს და მის ფონზე ქმნიან ნახატებს,ხოლო ფსიქოლოგი ინდუივიდუალურად აანალიზებს თვიტოეულ ნამუშევარს
ისტ ტექნოლოგიები: მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს და სამომხმარებლო პროგრამებს,იძენენ პროექტორის,ფოტოაპარატის,პრინტერის,სკანერის,ვიდოკამერის გამოყენების უნარებს.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12:პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ჟიჟილაშვილი
ქ.თბილისის 207-ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mzhizhilashvili@gmail.com
maiazhizhilashvili@yahoo.com
14.პროექტის ფორუმი: gearn.blogspot.com
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: siketisqalaqi.blogspot.com

8 comments:

sidonia said...

ქალბატონო მაია,
გავეცანით პროექტს. ძალიან მოგვეწონა და სურვილი გვაქვს მასში ჩავრთოპთ ჩვენი სკოლის v კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ ნახატების კონკურსს და საპრეზენტაციო ჩვენებას. ფსიქოლოგთან ერთად ვიმსჯელებთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე პროექტის ფარგლებში. მოვაწყობთ ექსკურსიას ჩვენს მიერ შერჩეულ ქალაქ სიღნაღში და მოგაწოდებთ მასალებს უახლოეს დღეებში. პატივისცემით #32 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი

mari said...

გავეცანი თქვენს პროექტს. ძალიან საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს დაუმეგობრდებიან.

მარი said...

მოგესალმებით, ქალბატონო მაია,
მომეწონა თქვენი პროექტი. გისურვებთ წარმატებებს.
144ე სკოლის პედაგოგი მარინა გამცემლიძე

GEARN said...

თქვენი პროექტი დამატებულია საცდელი პროექტების სიაში.

წარმატებებს გისურვებთ,

პავლე თვალიაშვილი
ტრენინგ-პროექტის კოორდინატორი
GEARN

fsevdonimi.blogspot.com said...

qalbatono maia!
zalian momewona tqveni proeqti.gisurvebt warmatebebs!

maia said...
This comment has been removed by the author.
nino said...

ქალბატონო მაია, გავეცანი პროექტს. მოგვეწონა, რადგან ეს აძლევს ბავშვებს საშუალებას დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაეცნონ სხვადასხვა ქალაქების თავისებურებებს და რაც მთავარია, ისაუბრონ სიკეთეზე, თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნას სიკეთედ და რა გავლენა აქვს სიკეთის კეთებას საზოგადოებაზე.

niniko said...

საქართველოს დედაქალაქი- თბილისი ყველაზე ტოლერანტური და სიკეთით აღსავსე ადამიანებითაა მდიდარი.სწორედ ღნიშნული თვისებების გამო ვართ გამორჩეული ერი.საქართველოში ჩამოსულ სტუმარს უჩირს წასვლა.ვინაიდან ქართველი ხალხის კეთილშობილება იზიდავს მათ როგორც ანდამატი.


ნარიმანიძე ნინო.98-ე საჯარო სკოლა